მსოფლიო ტენდენციით, ვირტუალური აქტივების მიმართულებით ბლოკჩეინტექნოლოგიის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. გამონაკლისი არც საქართველოა. ბიზნესები, საბანკო ანგარიშსწორებასთან ერთად, ვირტუალური აქტივებითაც ინტერესდებიან, რათა მომხმარებელს მეტი კომფორტი შეუქმნან.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო პროდუქტების მომხმარებელთა 85%-ზე მეტი ბანკის ფილიალში მისვლით მიღებულ მომსახურებას ციფრული პროდუქტებით (ინტერნეტბანკი, ონლაინბანკი, POS ტერმინალი, ATM აპარატები) სარგებლობას ამჯობინებს. ვირტუალური აქტივების მიმართ გაზრდილ დაინტერესებას სულ უფრო აქტიურად ეხმაურებიან მსოფლიოში წამყვანი ბრენდებიც და ანგარიშსწორების მეთოდად ვირტუალური აქტივებით გადახდებს ამატებენ. მაგალითად, ბიტკოინში ანგარიშსწორება წარმატებით დანერგეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Ralph Lauren, Virgin, Paypal, BMW, Microsoft, Dell, Starbucks, At&T Inc და ა.შ. ვირტუალური აქტივების გავრცელებას მხარს უჭერენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა Google და Mastercard. Mastercardი გეგმავს, რომ იყოს ე.წ. „ხიდი“ ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმებსა და წამყვან ბანკებს შორის. ვირტუალური აქტივებით გადახდის შესაძლებლობას ონლაინ მაღაზიებიც (მაგ.: Etsy.com, Shopify, Microsoft) ამატებენ, რაც ვირტუალური აქტივების ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში ვირტუალური აქტივების მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და მათზე საზოგადოების ცნობიერებაც მატულობს. თანდათან უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს ფინანსური სახსრების ვირტუალურ აქტივებში გადატანას, შენახვასა და ტრანზაქციების შესრულებას. ამ ტენდენციას ადასტურებს კოინმანიაზე ყოველდღიურად რეგისტრირებული ახალი მომხმარებლების ზრდა. ამჟამად კოინმანიას პორტალზე 100,000-მდე რეგისტრირებული ანგარიშია.
ნებისმიერი ვირტუალური აქტივი, რომელსაც შედარებით დარეგულირებული (სტაბილური) ფასი აქვს შეიძლება იყოს განხილული, როგორც „სტაბილური ვირტუალური აქტივი“.
სტაბილური ვირტუალური აქტივები უბრალო ვირტუალურ აქტივთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა, რადგან ღირებულების სტაბილურობის თვალსაზრისით გაცილებით სანდო აქტივებს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს, რომ მოცემულ ვირტუალური აქტივს „ზურგს უმაგრებს“ კონკრეტული ღირებულების ქონება, ანუ ის გამყარებულია რაიმე სახის აქტივით. ასეთი ვირტუალური აქტივები ძირითადად გამყარებულია რეალური ფულით, რომელიც ინახება ბანკში ან რომელიმე სხვა რეზერვში. მათ ზურგს უმაგრებს ცენტრალიზებული პლატფორმის მიერ ფიზიკურად ბანკში შენახული ფული, რომელიც ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება. ეს კი განაპირობებს მათი ფასის ფიქსირებულ ნიშნულზე გაჩერებას.
სხვადასხვა ტიპის სტაბილური ვირტუალური აქტივებით ვაჭრობა შესაძლებელია მსოფლიოს უმეტეს ვირტუალური აქტივების ბირჟებზე. განსხვავება მხოლოდ პლატფორმის სისწრაფესა და საკომისიოს რაოდენობაშია. ვირტუალური აქტივების სხვადასხვა ბირჟა სტაბილური ვირტუალური აქტივებით ვაჭრობის საკუთარ პირობებს აწესებს.
საქართველოში არსებობს ისეთი სტაბილური ვირტუალური აქტივები, როგორიცაა nGEL, nUSD, nEURO. შპს „კოინმანიას“ მიერ შექმნილი ეს აქტივები FIAT კატეგორიას მიეკუთვნება.
ზოგადი ინფორმაცია nGEL-ის შესახებ:
სტაბილური ვირტუალური აქტივი nGEL შეიქმნა შპს „კოინმანიის“ მომხარებლებისთვის ტრანზაქციების გამარტივების მიზნით კოინმანიას პლატფორმაზე coinmania.ge, coinmania.exchange და ბლოკჩეინში.
მიმოქცევაში არსებული nGEL = coinmania.ge, coinmania.exchange-ის მომხმარებლების ბალანსებზე არსებული nGEL-ის რაოდენობა + Tron-ის ბლოკჩეინის მისამართებზე არსებული რაოდენობა+ Ethereum-ის ბლოკჩეინის მისამართებზე არსებული რაოდენობა =< შპს „კოინმაინას“ საბანკო ანგარიშებზე არსებული შესაბამისი საპირწონე ოდენობა ლარში (GEL);
შპს „კოინმანია“, მოთხოვნის მიხედვით, უზრუნველყოფს nGEL-ების შესაბამის რაოდენობას ბლოკჩეინში, ემიტირებული nGEL-ების ბლოკჩეინის ემისიის მისამართიდან ცხელ საფულეში გადმორიცხვის გზით.
ახლის ემისია და განადგურების წესი
ახალი nGEL-ების ემისია ან განადგურება მოხდება წელიწადში ერთხელ;
ყოველი წლის ბოლოს ჩატარდება აუდიტი შემდეგი დანიშნულებით: შედარდეს ბლოკჩეინში, ცხელ საფულეში, nGEL-ების რაოდენობა coinmania.ge-სა და coinmania.exchange-ის მომხმარებლებს შორის მიმოქცევაში არსებულ რეალურ რაოდენობასთან და შპს „კოინმანიას“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ რეალურ აქტივებთან შემდეგი ფორმულით: ემიტირებული nGEL = coinmania.ge-სა და coinmania.exchange-ის მომხმარებლების ბალანსებზე არსებული nGEL-ის რაოდენობა + ბლოკჩეინში მისამართებზე განთავსებული რაოდენობა =< შპს „კოინმაინას“ საბანკო ანგარიშებზე არსებული საპირწონე თანხისა ლარში (GEL);
აუდიტის შედეგების მიხედვით, დადებითი ან უარყოფითი ბალანსის შესაბამისად, მოხდება ახალი nGEL-ების ცხელ საფულეში გადმოტანა ან განადგურება;
აუდიტის დასკვნა და განადგურების დოკუმენტი გამოქვეყნდება საჯაროდ ყოველი წლის ბოლოს ოფიციალურ ვებგვერდზე: coinmania.ge/nGEL/reports.
nGEL-ების გამოყენება:
კოინმანიას მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ nGEL-ი ლარის საბანკო გადმორიცხვით ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ფეიბოქსებიდან გადმორიცხვით. გადმორიცხვის შედეგად მოხდება nGEL-ის ავტომატური შესყიდვა, რომელიც გამოჩნდება მომხმარებლის ბალანსზე. შესყიდვის კურსი: 1 nGEL= 1 GEL;
კოინმანიას მომხმარებლებს შეუძლიათ გაყიდონ nGEL-ი და ავტომატური გადარიცხვით ლარი (GEL) მიიღონ პირად საბანკო ანგარიშზე. გაყიდვის კურსი: 1 nGEL= 1 GEL;
კოინმანიას მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს გადაურიცხონ nGEL-ი როგორც კოინმანიას პლატფორმაზე, ისე პლატფორმის გარეთ, Tron-ის ბლოკჩენში TRC20 პროტოკოლით და Ethereum-ის ბლოკჩეინში ERC20 პროტოკოლით;
კოინმანიას მომხმარებლებს შეუძლიათ გადაცვალონ nGEL-ი სხვა ვირტუალური აქტივში კოინმანიას პლატფორმაზე სწრაფი გადაცვლის მეთოდით, პლატფორმის მიერ შემოთავაზებული კურსით;
კოინმანიას მომხმარებლებს შეუძლიათ გადაცვალონ nGEL-ი სხვა ვირტუალური აქტივში კოინმანის პლატფორმაზე ბირჟაზე განთავსების მეთოდით, სადაც მომხმარებლელბს თავიანთთვის სასურველი კურსის მითითება შეუძლიათ;
კოინმანიას მომხმარებლებს შეუძლიათ შეინახონ nGEL-ი კოინმანის პლატფორმაზე ან ბლოკჩეინში უვადოდ;
შესაძლებელია ვირტუალური აქტივის სხვადასხვა ბირჟებზე გადარიცხვა და მიღება, თუ მათ ექნებათ შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა.
ემისია, რეზერვირება, ცხელ საფულეში განთავსება, მოძრაობა
სმარტკონტრაქტის შექმნის შედეგად ხდება სტაბილური ვირტუალური აქტივის ემისია, ემეიტირების ბლოკჩეინის მისამართზე განთავსება და რეზერვირება.
კოინმანიას ბლოკჩეინის ცხელ საფულეში ვირტუალური აქტივის მცირე ნაწილის გადმოტანა.
კოინმანიის მომხმარებელების მიერ ინიციირებული გადარიცხვები კოინმანიას პლატფორმის გარეთ აღსრულდება კოინმანიას ცხელი საფულიდან. გადარიცხვის ოდენობა მოაკლდება კოინმანიას მომხმარებელსა და ცხელ საფულეს და დაემატება ბლოკჩეინში მიმღებ მისამართს.
კოინმანიის მომხმარებლების მიერ ინიციირებული გადარიცხვები კოინმანიას პლატფორმის შიგნით მოაკლდება კოინმანიას მომხმარებელს და დაემატება კოინმანიას მიმღებ მომხმარებელს.
ბლოკჩეინიდან კოინმანიას მომხმარებელი მიიღებს სტაბილურ ვირტუალურ აქტივს მისთვის გამოყოფილ ბლოკჩეინის მისამართზე, რომელიც აესახება ბალანსზე.
მიღებული ვირტუალური აქტივი მომხმარებლის მისამართიდან გადავა კოინმანიას ცხელ საფულეში ბლოკჩეინში.
ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა
ფიატური ფულის ჩარიცხვა ბანკში კოინმანიას ანგარიშზე მომხმარებლის მიერ;
მომხმარებლის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის სხვა მომხმარებლისთვის გადარიცხვა კოინმანიას საფულეში ან ბლოკჩეინით ვირტუალური აქტივის შესაბამის მხარდაჭერილ საფულეში ან ბირჟაზე;
კოინმანიას მომხმარებლის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის გაყიდვა ფიატურ ვალუტაში;
ფიატური ვალუტის ავტომატური გადარიცხვა ბანკში, მომხმარებლის პირად საბანკო ანგარიშზე.