ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის: გამოიყენე კრიპტო ყოველდღიურობაში

Coinmania

By 

Coinmania

Published 

Sep 4, 2024

ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის: გამოიყენე კრიპტო ყოველდღიურობაში

შეთავაზება ბიზნესს: ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის

თუ ბიზნესოპერატორი ხართ და გსურთ იყოთ ინოვაციური, მიიღოთ გადახდები საკომისიოს გარეშე და მოიზიდოთ კრიპტომომხმარებელთა მზარდი სეგმენტი, ისარგებლეთ ElectraPay-სა და Coinmania ერთობლივი ციფრული ტერმინალით.

შესთავაზეთ მომხმარებლებს პროდუქტის/მომსახურების საფასურის კრიპტოში გადახდა და მიიღეთ საფასური საბანკო ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში, მომენტალურად და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. აი, ასე, მარტივად:

https://www.youtube.com/watch?v=t845DXBcFAc

თქვენი ციფრული ტერმინალი კრიპტოგადახდებისთვის

Coinmania საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს ვირტუალური საფულის  (კრიპტოაქტივების ყიდვა-გაყიდვა-შენახვის) მომსახურებით. 2024 წლის მაისიდან კი, უკვე Coinmania-მ ვირტუალური აქტივის სერვისის ავტორიზებული პროვაიდერის სტატუსით. კრიპტოს ფართო გავრცელების ხელშეწყობისა და ყოველდღიურობაში გამოყენების მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერ ElectraPay-სთან პარტნიორობით, შევიმუშავეთ მომსახურება, რომელიც სრულად მორგებულია ქართულ კანონმდებლობას და ითვალისწინებს როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესოპერატორების საჭიროებებს. სისტემა მოიცავს ორ მოდულს: 1) ElectraPay-ის ციფრულ ტერმინალს ბიზნესოპერატორებისათვის; და 2) Coinmania-ს საფულესთან ინტეგრირებულ კრიპტოანგარიშსწორების სერვისს გადამხდელებისათვის.

ჩვენი მომსახურება სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა და გულისხმობს როგორც ანგარიშსწორებას ფიზიკური ობიექტებზე, ისე ინტეგრირებას e-commerce პლატფორმაზე.

ბიზნესოპერატორს შეუძლია:

  • შექმნას სასურველი რაოდენობის ვირტუალური ტერმინალი;
  • შეადგინოს და გამოწეროს ინვოისები;
  • მომხმარებელს მიაწოდოს (ან გაუგზავნოს) გადახდის გენერირებული ბმული;
  • მიიღოს გადახდილი თანხები კომპანიის საბანკო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში, მომენტალურად და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

Coinmania-ს კრიპტოსაფულის მომხმარებელს შეუძლია:

  • კრიპტომეგობრულ ონლაინ თუ ფიზიკურ ობიექტში პროდუქტი ან მომსახურება შეიძინოს უშალოდ Coinmania-ს საფულეში არსებული სასურველი კრიპტოაქტივის კონვერტაციით – 1 წამში.

კრიპტობაზარი სწრაფი ტემპებით იზრდება. 2024 წლისთვის კრიპტოს მფლობელთა საერთო რაოდენობამ 425 მილიონს გადააჭარბა. მზარდია მათი რიცხვიც, ვინც შემოსავალს კრიპტოში იღებს ან ინახავს. ამ ტენდენციამ გააჩინა კრიპტოაქტივების ყოველდღიური გამოყენების არა მხოლოდ დიდი მოთხოვნა, ასევე, საჭიროებაც. მსოფლიოს მსგავსად, გადახდის ერთ-ერთ მეთოდად კრიპტოს ინტეგრირებაზე დაინტერესება გაზრდილია საქართველოშიც. ეს ბიზნესპროვაიდერებისათვის, მეტ მოქნილობასთან ერთად, მზარდ და ტექნოლოგიურად კომპეტენტური სეგმენტის მოზიდვასაც ნიშნავს. სწორედ ამის საშუალებას აძლევს ბიზნესს ჩვენი ციფრული ტერმინალი.

თუ დაინტერესებული ხართ მაღაზიაში, ობიექტსა თუ ონლაინპლატფორმაზე კრიპტოგადახდების დანერგვით, დაგვიტოვეთ თქვენი განაცხადი და დაგიკავშირდებით:

ან დაუკავშირდით Coinmania-ს კორპორაციული გაყიდვების სამსახურს ელფოსტაზე: tatuli@coinmania.ge

რეგისტრაცია

გაიგე მეტი

გამოიწერე ჩვენი ბლოგი და მიიღე უახლესი ინფორმაცია

Related Posts