ვინ ლიდერობს კრიპტოინდუსტრიაში? - 2025 წლის უმდიდრესი CEO-ების ათეული
.png)
2025 წლისთვის კრიპტოინდუსტრიამ ახალ მწვერვალებს მიაღწია. კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 3.8 ტრილიონ დოლარს აჭარბებს (გასულ წელთან შედარებით, 130%-იანი ზრდა ფიქსირდება). შესაბამისად, ყურადღების ცენტრში მოექცნენ ადამიანები, რომლებიც ბლოკჩეინტექნოლოგიებისა და პროექტების უკან დგანან და წარმატებასაც ამ ინდუსტრიაში მიაღწიეს. ამ ბლოგში გაგაცნობთ 10 უმდიდრეს კრიპტოაღმასრულებელს, რომელთა ქონებაც რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს.
1. ჩანგპენგ ჟაო (Binance) – $62.9 მილიარდი
ჩანგპენგ ჟაო კრიპტომილიარდერებს შორის უპირობო ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და მარეგულირებელ ორგანოს 4.3 მილიარდი დოლარის ჯარიმაც გადაუხადა, ჟაო კომპანიის დაახლოებით 90%-სა და BNB ტოკენების დიდ რაოდენობას ფლობს.
ჩანგპენგ ჟაოს ქონება დაახლოებით 62.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ძველებურად აქტიური არ არის, მისი გავლენა ბაზარზე კვლავ ძალზე დიდია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ BNB კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიპტობირჟების ეკოსისტემაში.
2. ჯანკარლო დევასინი (Tether/Bitfinex) – $22.4 მილიარდი
Bitfinex-ის ფინანსური დირექტორი და Tether-ის თანადამფუძნებელი ჯანკარლო დევასინი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სტაბილური კოინის – USDT-ის შემქმნელია. Tether-ის დაახლოებით 47%-იანი წილთან ერთად, მისი ქონება 22,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
USDT დღეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი სავაჭირო ბრუნვის მქონე ციფრული აქტივია, რომლის ყოველდღიური ბრუნვა ხშირად ბიტკოინისასაც აჭარბებს. დევასინი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, საჯაროდ იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი გავლენა ინდუსტრიაზე დიდია – განსაკუთრებით – სტაბილური კოინების ინდუსტრიაზე.

3. ბრაიან არმსტრონგი (Coinbase) – $9.6-12.8 მილიარდი
ბრაიან არმსტრონგი Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი და კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერია. კომპანიაში მისი 15%-იანი წილი 9.6-12.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
არმსტრონგი არა მხოლოდ Coinbase-ის ხელმძღვანელია, არამედ აშშ-ში კრიპტორეგულაციების პროცესშიც აქტიურად არის ჩართული. მისი პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, Coinbase ტრადიციულ ფინანსებსა და ბლოკჩეინტექნოლოგიებს შორის მთავარი ხიდის როლს ასრულებს.

4. მაიკლ სეილორი (Strategy, MicroStrategy) – $10.1 მილიარდი
მაიკლ სეილორი Strategy-ის აღმასრულებელი დირექტორია. პირადად დაახლოებით 17,700 ბიტკოინს ფლობს და, ამავდროულად, კომპანიის მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის. ჯამში მისი ქონება 10.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
2025 წელს Strategy-ის ქონება 628,000 BTC-ს შეადგენდა (≈ 72 მილიარდი), რაც მას უმსხვილეს კორპორაციულ ბიტკოინჰოლდერად აქცევს. კომპანიის აქციები ბოლო ერთ წელიწადში, ბიტკოინის ფასის პარალელურად, 700%-ით გაიზარდა.
5. კრის ლარსენი (Ripple Labs) – $7-8 მილიარდი დოლარი
Ripple-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე კრის ლარსენი მაღალშემოსავლიანი ლიდერების სიაში დაბრუნდა. XRP-ის ფასის მატებამ და კომპანიის განვითარებამ რეალური აქტივების ტოკენიზაციის მიმართულებით, მისი ქონება 7-8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
ლარსენს დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების XRP ტოკენს ფლობს და Ripple Labs-ის მეწილეა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელიდან დირექტორის პოზიციას აღარ იკავებს, დღემდე გავლენიან ფიგურად რჩება.
6. ჯედ მაკკალები (Stellar, Ripple/Mt. Gox) – $2.9 მილიარდი
ჯედ მაკკალები კრიპტოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. Mt. Gox-ისა და Ripple-ის თანადამფუძნებელი, ახლა Stellar-ის ტექნოლოგიური დირექტორია და მისი ქონება 2025 წლის აპრილისთვის 2.9 მილიარდ დოლარად შეფასდა.
2014 წელს Ripple-თან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მაკკალებმა პირადი XRP აქტივების დიდი ნაწილი იძულებით გაყიდა, თუმცა იგი კვლავ ჩართულია Stellar-ის განვითარებაში და, პარალელურად, საკუთარ სტარტაპს Vast-ს მართავს.
7. მაიკ ნოვოგრაცი (Galaxy Digital) – $2.7 მილიარდი
ყოფილი ჰეჯფონდ მენეჯერი და ახლა უკვე Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკ ნოვოგრაცი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოინფლუენსერია. მის საკუთრებაშია კომპანიის დაახლოებით 54% და 17,000-ზე მეტი ბიტკოინი.
Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება დღეს 2.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მრავალი ინტერვიუ და ხშირი საჯარო აქტივობა მას სოციალურ მედიაში გავლენიან კრიპტოინფლუენსერად აქცევს.
8. ბერი სილბერტი (Digital Currency Group) – $3-3.2 მილიარდი
Digital Currency Group-ის (DCG) დამფუძნებელი ბერი სილბერტი კრიპტო-ვენჩურული ფინანსების ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეა. Genesis-ის გაკოტრებისა და სამართლებრივი სირთულეების მიუხედავად, მისი ქონება 3-3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სილბერტის ადრეულმა ინვესტიციებმა ბიტკოინში, ეთერიუმში და ათეულობით სტარტაპში, ის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად აქცია.
9. ბიჯან თეჰრანი (Stake.com) – $2.8 მილიარდი
Stake.com-ის თანადამფუძნებელი ბიჯან თეჰრანი კრიპტომილიარდერების სრულიად ახალ ტალღას წარმოადგენს – მათ, ვინც წარმატებას გართობის ინდუსტრიაში მიაღწია.
Stake, როგორც კრიპტოპლატფორმა, აერთიანებს სპორტული ფსონებს, კაზინოს თამაშებსა და სტრიმინგსერვისებს. ცნობილ ინფლუენსერებთან თანამშრომლობამ და სპორტულ კლუბებთან გაფორმებულმა სპონსორობის კონტრაქტებმა პლატფორმის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.
10. ვიტალიკ ბუტერინი (Ethereum Foundation) – $1,025 მილიარდი
ვიტალიკ ბუტერინი Ethereum-ის თანადამფუძნებელია, თუმცა პროექტში ოფიციალური თანამდებობა არ უკავია. ის ცნობილი კრიპტოენთუზიასტია და კრიპტოსამყაროში დაფასებულია მისი ინტელექტითა და ცოდნით.
2025 წლის ივლისისთვის ბუტერინი დაახლოებით 278,000 ETH-ს ფლობდა, რაც, დღევანდელი მონაცემებით, 1,025 მილიარდ დოლარზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქონებით ჩამორჩება ბირჟებისა და კრიპტოპროექტების მაგნატებს, მისი გავლენა Ethereum-ისა და Layer-2 ეკოსისტემის განვითარებაზე უზარმაზარია.

ათი წლის წინ ამ სიაში ჩამოთვლილი ადამიანების უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, დღეს კი მოწინავეთა რიგებს იკავებენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი, უზარმაზარი პოტეციალის მქონე ტექნოლოგიური დარგი და გამოჩდნენ ამ დარგის ლიდერები. საინტერესოა, ვინ აღმოჩდნებიან მომავალი წლის მილიარდერთა სიაში – იქნებ, სრულიად ახალი სტარტაპების ლიდერებსაც მოვკრათ თვალი.