TRUMP და PEPE COINMANIA-ზეა!
.png)
Coinmania-ზე ახალი ტოკენები დაემატა! უკვე შეგიძლია იყიდო, გაყიდო და Coinmania-ს მომხმარებლებს შორის გადარიცხო TRUMP და PEPE!
გაითვალისწინე, რომ ამ ორი ტოკენის მხოლოდ ყიდვა, გაყიდვა და ექსპრეს(შიდა) გადარიცხვა შეგიძლია!
რა უნდა იცოდე TRUMP კოინზე?
OFFICIAL TRUMP არის მიმკოინი, რომელიც 2025 წლის 17 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა და რომლის ღირებულებაც ორიოდე დღეში 700%-ით გაიზარდა.
ძირითადი მახასიათებლები:
დასახელება: OFFICIAL TRUMP
ბლოკჩეინი: Solana
მაქსიმალური ოდენობა: 1 მლრდ.
მფლობელობა:
- 80% ეკუთვნის დონალ ტრამპთან დაკავშირებულ კომპანიებს: CIC Digital LLC-სა და Fight Fight Fight LLC-ს
- 10% ქომიუნითისთვის
- 10% ლიკვიდურობისთვის
ფასის დინამიკა:
საწყისი ფასი ≈ $10
მაქსიმალური ფასი ≈ $74.35
მიმდინარე ფასი: ≈ $8.9 (22.04.2025)
საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.78 მლრდ. (22.04.2025)
რაოდენობა მიმოქცევაში ≈ 200 მლნ.
სხვა საინტერესო ფაქტები
2025 წლის აპრილის მდგომარეობით, TRUMP-ის ფასი $8-დან $9-მდე მერყეობს, რაც დაახლოებით 90%-ით ნაკლებია მის პიკურ ფასზე ($74.35). მიუხედავად ფასის ვარდნისა, ტოკენი ერთ-ერთ წამყვან მიმკოინად რჩება.
ტოკენის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, ნამდვილად ეკუთვნოდა, თუ არა ის დონალდ ტრამპს. მიუხედავად იმისა, რომ ტოკენის 80%-ზე მეტი დონალ ტრამპთან დაკავშირებული ორი კომპანიის მფლობელობაშია, დონალდ ტრამპის მხრიდან ოფიციალური აღიარება ან განცხადება არ გაკეთებულა. გამოდის, რომ OFFICIAL TRUMP „ოფიციალურია“, მაგრამ არა ოფიციალურად…
როგორ ფიქრობთ, TRUMP ტოკენი უბრალოდ კიდევ ერთი მიმკოინია, თუ საქმე პირველ პოლიტიკურ კრიპტობრენდთან გვაქვს?
რა უნდა იცოდე PEPE კოინზე?
PEPE არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმკოინი, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოვიდა და ეფუძნება პოპულარულ ინტერნეტ მიმს — Pepe the Frog. მიმკოინმა კრიპტოსაზოგადოებაში პოპულარობა მალევე მოიპოვა.
ძირითადი მახასიათებლები:
დასახელება: Pepe
ბლოკჩეინი: Ethereum
მაქსიმალური ოდენობა: 420,690,000,000,000
ფასის დინამიკა:
საწყისი ფასი ≈ $0.0000001
მაქსიმალური ფასი ≈ $0.00002825
მიმდინარე ფასი: ≈ $0.000008 (22.04.2025)
საბაზრო კაპიტალიზაცია: $3.54 მლრდ. (22.04.2025)
რაოდენობა მიმოქცევაში: 420,689,899,653,544
სხვა საინტერესო ფაქტები
PEPE კოინის შემქმნელის ვინაობა უცნობია, რაც მიმკოინების კულტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა. პროექტი დაიწყო ყოველგვარი პრესეილისა და ე.წ. „თეთრი სიის“ (Whitelist) გარეშე, ხოლო მის შემქმნელებს უარი აქვთ ნათქვამი კონტრაქტის მფლობელობაზე (renounced), რაც ნიშნავს, რომ დეველოპერს არ აქვს კონტრაქტის ცვლილების უფლება. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს მის დეცენტრალიზებულ ხასიათს და ქმნის განწყობას, რომ PEPE კოინი შეიქმნა პრინციპით „ხალხისგან ხალხისთვის“ ("for the people, by the people“).
თუ PEPE-ს ჩვენთან დალისტვას დიდხანს ელოდი, ახლა შენი დროა!
⚠️ შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ინვესტიციის განხორციელებამდე, რეკომენდებულია შეისწავლო ყველა საჭირო ინფორმაცია და მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება.