კრიპტო News

როგორ გადაიხადო კრიპტოს კონვერტაციით

Coinmania
March 14, 2025

თუ გინდა, შენი კრიპტოაქტივები ყოველდღიურობაში გამოიყენო და უშუალოდ კრიპტოსაფულიდან შეძლო კრიპტოს გამოყენებით ანგარიშსწორება, მაშინ კითხვა განაგრძე.

‍• რას იტყოდი კრიპტოთი შოპინგზე?

Coinmania-სა და ElectraPay-ის ციფრული ტერმინალით შეგიძლია მარტივად და კომფორტულად იყიდო სასურველი პროდუქტი/მომსახურება კრიპტოკონვერტაციით კრიპტომეგობრულ ობიექტში QR კოდით ან ბმულით გადახდისას.

გადახდა მარტივია, წამიერად სრულდება, კრიპტოს ლარში კონვერტაციის საფასური კი  – მხოლოდ 1%-ია!

ამისთვის Coinmania-ს საფულეში უნდა გააქტიურო სერვისი საფულე+ და დაეთანხმო ElectraPay-ის მომსახურების პირობებს.

‍

‍• სად შეგიძლია სერვისით უკვე ისარგებლო?

Coinmania და Dressup ჯგუფი დამეგობრდნენ! ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა: Levi’s, Tommy Hilfiger, Lacoste, Factory, Guess და სხვ. შოპინგი უკვე კრიპტოს გამოყენებით შეგიძლია! მალე სიას ახალი ობიექტები დაემატება.

‍• როგორ ივაჭრო კრიპტომეგობრულ ობიექტში?

  • შედი Coinmania-ზე შენს ვერიფიცირებულ საფულეში
  • დაეთანხმე Coinmania-ს საგადახდო პროვაიდერ ElectraPay-ის მომსახურების პირობებს
  • დარწმუნდი, რომ გაქვს საკმარისი კრიპტობალანსი ან შეავსე სხვა საფულიდან
  • დაასკანერე გადახდის QR კოდი, აირჩიე კრიპტო, დააწკაპე კონვერტაციას და შემდეგ გადახდის ღილაკებს.

სულ ესაა!

სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერე ელფოსტაზე support@coinmania.ge ან Coinmania.ge-ს ლაივჩატში (ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში)

‍

სხვა ბლოგები