კრიპტო News

პარი სენ-ჟერმენმა ბიტკოინის რეზერვი შექმნა

საფეხბურთო სამყაროსთვის კრიპტოს სფერო დიდი ხანია სიახლე აღარ არის. პარი სენ-ჟერმენმა (PSG) ბიტკოინის შეძენა ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო და დღემდე კლუბის ფინანსური აქტივების ნაწილია.

2025 წლის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, PSG-მ გულშემატკივრებს ახალი სტრატეგია წარუდგინა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი პირველი ელიტარული დონის საფეხბურთო გუნდი გახდა, რომელმაც ბიტკოინი საგადასახადო რეზერვში შეიტანა.

კლუბის განაცხადებით, გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. PSG-ს ფინანსური დირექტორის თქმით, ბიტკოინი მათთვის სტრატეგიული რესურსია, რომელიც გუნდს ინფლაციისა და გლობალური ფინანსური კრიზისებისგან დაიცავს.

ეს კრიპტოსამყაროში პარი სენ-ჟერმენის პირველი ნაბიჯი არ არის. კლუბს Socios-ის პლატფორმაზე საკუთარი ტოკენიც აქვს (PSG Fan Token). ამჟამად ტოკენი $2.57 ღირს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $23.8 მილიონს შეადგენს.

პარი სენ-ჟერმენის ეს ნაბიჯი მხოლოდ დასაწყისია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიძგი იქნება სხვა კლუბებისთვისაც. ფეხბურთი და კრიპტოვალუტა ახალ რეალობას ქმნიან, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი სპორტის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

სხვა ბლოგები