ჰონგ-კონგმა სტაბილური კოინების კანონპროექტი მიიღო
.png)
2025 წლის 21 მაისს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანომ სტაბილური კოინების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. სტაბილური კოინები კრიპტოაქტივების კატეგორიაა, რომელიც გამყარებულია ტრადიციული ვალუტით (ხშირად 1/1-თან კურსით), ფიზიკური ან ციფრული აქტივით. ახალი რეგულაციის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც ჰონგ-კონგის იურისდიქციაში სტაბილური კოინის გამოშვებას მოისურვებს, ვალდებულია, შესაბამისი ლიცენზია ჰონგ-კონგის მონეტარული ორგანოსგან (HKMA) მიიღოს.
კანონპროექტის მოთხოვნები ვრცელდება რეზერვების მართვაზე, გამოსყიდვის პროცესებსა და რისკების მართვაზეც, რაც მიზნად საზოგადოებისა და ინვესტორების ინტერესების დაცვას ისახავს.
ჰონგ-კონგი აქტიურად მუშაობს საკუთარი სტაბილური კოინის განვითარებაზე და ამ გზით ცდილობს გაამყაროს თავისი პოზიცია, როგორც გლობალურმა ციფრული აქტივების ჰაბმა.
ფინანსური მდივანი კრისტოფერ ჰუი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს ძლიერი რეგულატორული გარემოს შექმნას.
სტაბილური კოინების გამომშვებთა საპილოტე პროექტში, რომელიც HKMA-მა გასულ წელს დაიწყო, უკვე სამი კომპანიაა ჩართული.
აღნიშნული კანონპროექტი ძალაში მიმდინარე წლის ბოლოდან შევა.