Coinmania-ს კრიპტობირჟა – გარიგების უტყუარობის გარანტორი
Coinmania კრიპტოსერვისების პროვაიდერია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს სანდო და მოხერხებულ კრიპტომომსახურებას უწევს.
Coinmania-ზე შეგიძლიათ ვირტუალური (კრიპტო) აქტივების, როგორც მომენტალურად ყიდვა-გაყიდვა, გადარიცხვა და მიღება, ასევე ბირჟაზე ვაჭრობის სერვისით სარგებლობა. Coinmania-ს ბირჟაზე თავად შეგიძლიათ მიუთითოთ ტარიფი, რა ფასადაც გსურთ კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვა და დადოთ შესაბამისი განაცხადი.
რა უპირატესობა აქვს ბირჟას?
Coinmania-ს ბირჟაზე კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვა თქვენთვის სასურველ ფასად შეგიძლიათ.
შეგიძლიათ მომენტალურად და პირდაპირ შეიძინოთ სასურველი კრიპტოაქტივი ლარში, დოლარში ან ევროში და თქვენს ანგარიშზე მყისიერად აისახება, განსხვავებით P2P გადახდისა (არ დაგჭირდებათ თქვენი საბანკო ანგარიშის მითითება).
P2P გადარიცხვასთან შედარებით, სადაც თანხის მისაღებად და გადასარიცხად ლოდინი მაინც გიწევთ, თანხის ბირჟაზე განთავსების უპირატესობებია:
- სანდოობა. თანხას ორივე მხარე იღებს.
- ანონიმურობა. ორივე მხარეს შეუძლია დარჩეს ანონიმური.
- რისკისგან დაცულობა. ბირჟაზე დადებული განცხადებების აღსრულებაზე, როგორც გარიგების გარანტორი, პასუხისმგებლობას Coinmania იღებს. Coinmania-ს ბირჟაზე თანხა შენს ბალანსზე ავტომატურად აისახება.
როგორ ისარგებლო Coinmania-ს ბირჟით?
მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ:
1. პირველ რიგში, გახსენი www.coinmania.ge და შედი შენს ვერიფიცირებულ ანგარიშში (თუ ანგარიში ჯერ არ გაქვს, რეგისტრაცია დაგჭირდება).
2. დააჭირე ბირჟას (მოცემულია საიტის ზედა ბლოკში).
3. აირჩიე შენთვის სასურველი გაცვლითი წყვილი. მაგალითად: TRON (TRC20) – nGEL
4. შემდეგ აირჩიე სასურველი ოპერაცია. მაგალითად, გაყიდვა. შეიყვანე გასაყიდი კრიპტოაქტივის ოდენობა (მაგ.: 17) და ერთეულის სასურველი ფასი. კიდევ ერთხელ გადახედე და გადაამოწმე შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტე და განაცხადის გასაკეთებლად დააჭირე ღილაკს „გაყიდვა“.
5. ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა ტექსტით: „განაცხადი გამოქვეყნდა“. ეს ნიშნავს, რომ შენი განცხადება ბირჟაზე დაიდო და მისი ნახვა მიმდინარე განცხადებებში შეგიძლია. თუ განცხადების გაუქმებას მოისურვებ, ამის გაკეთება შეგიძლია „ჩემი განცხადებები“.
ასევე, შეგიძლია თვალი მიადევნო ბირჟაზე უკვე განთავსებულ გაყიდვისა და ყიდვის განცხადებებს და შენთვის მისაღები განაცხადი შეარჩიო. აქვე ხელმისაწვდომია ბირჟაზე ვაჭრობის ისტორიაც.
შემდეგ დაელოდები. თუ Coinmania-ს რომელიმე მომხმარებლისთვის შენი განცხადების პირობა საინტერესო აღმოჩნდება, შეუძლია სწორედ შენგან შეიძინოს შენ მიერ მითითებული ოდენობა სრულად ან მხოლოდ ნაწილი. მაგალითად, თუ განცხადებაში მითითებული გაქვს 17 TRON, ხოლო მომხმარებელს მხოლოდ 10 TRON-ის შეძენა სურს, ორივე მხარის ბალანსზე მომენტალურად აისახება გადაცვლილი ოდენობა, ხოლო ნაშთი (7 TRON) დარჩება ბირჟაზე, როგორც გასაყიდი ოდენობა.
Coinmania-ს ბირჟით სარგებლობასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე: support@coinmania.ge ან Live ჩატში ვებგვერდზე www.coinmania.ge