ახალი კრიპტორეგულაციები დიდ ბრიტანეთში
.jpg)
დიდი ბრიტანეთი კრიპტობირჟების რეგულირებას ახალი კანონპროექტის ფარგლებში გეგმავს. ფინანსთა მინისტრ რეიჩელ რივსის განაცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანი არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების შეზღუდვა და, ამავდროულად, ინოვაციების მხარდაჭერაა (ინფორმაციას Reuters აქვეყნებს).
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტატისტიკით, 2024 წელს ბრიტანელთა დაახლოებით 12% ფლობს ან ფლობდა კრიპტოაქტივს. 2021 წლის შემდეგ ეს მონაცემი 3-ჯერ არის გაზრდილი. ახალი რეგულაციები დიდ ბრიტანეთში მოქმედი კრიპტოკომპანიებისაგან გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვს. ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ რეგულაციების საბოლოო ვარიანტი 2025 წლის ბოლომდე იქნება მზად.
ზემოხსენებულმა რეგულაციებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობს, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა შეუქმნას კრიპტოაქტივების დაცულობასთან დაკავშირებით. თუმცა, ნიკ პრაისი, ფინანსური მომსახურებისა და კრიპტოს ექსპერტი იურიდიულ ფირმა Osborne Clarke-დან, კანონპროექტს აფასებს, როგორც „უბრალო სამართლებრივი აქტს“, რომელიც მეტ საიმედოობას, სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცულობას შეუწყობს ხელს.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გასულ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტთან შეხვედრისას კრიპტორეგულაციებზე ისაუბრა და ორ ქვეყანას შორის ამ საკითხის შემდგომი განხილვა ივნისში დაიგეგმა.
რივსის თქმით, 15 ივლისს ლონდონის ფინანსურ რაიონში ყოველწლიური Mansion House-ის გამოსვლის ფარგლებში, საზოგადოებას ბრიტანეთის ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად დასახულ გეგმებს გაუზიარებს.