ინ-ტექ-ვიუ: Arena Games – პლატფორმა, რომელიც ტრადიციულ თამაშებს Web3 სამყაროს კარს უხსნის
ინ-ტექ-ვიუ Coinmania-ს პროექტია, რომელიც ქართული ტექნოლოგიური და Web3 სტარტაპებისა და ამ სფეროს წარმომადგენელი ქართველი პროფესიონალების საქმიანობის გაცნობას ემსახურება. ინტერვიუების სერიის ფარგლებში არაერთ საინტერესო ადამიანს შეხვდებით.
ინ-ტექ-ვიუს სტუმარია გიორგი წითლიძე – Arena Games-ის Web2 → Web3 მარკეტერი
_________________________
Q: Arena Games ერთ-ერთ წარმატებული Web3 სტარტაპია ქართული მენეჯმენტით. როგორ გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს?
გიორგი: ჩვენი მოგზაურობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით Web3 და ტრადიციული Web2 თამაშების მიმართულებით, შევქმენით Arena Games – პლატფორმა, რომელიც Web3 სათამაშო სივრცეში არსებულ ისეთ გამოწვევებსა და სირთულეებს ეხმიანება, როგორიცაა დრო, სახსრები და გამოცდილება. ციფრებში თუ გამოვსახავთ, ჩვენი დახმარებით თამაშის დეველოპერები ზოგავენ დაახლოებით 200 ათას დოლარს და 6 თვის ძალისხმევას.
ჩვენი SDK-ით (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპლექტი) ახალი თამაშის Web3-ში გადასვლას მხოლოდ ორი დღე სჭირდება. დეველოპერებს ეძლევათ წვდომა ჩვენს ბაზაზე, მენტორებსა და ბლოკჩეინის თამაშებისათვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციონალზე, რაც თავიანთი კონცეფციების Web3 თამაშებში განვითარების შესაძლებლობას აძლევთ.
Q: რა განასხვავებს Web3 თამაშებს ტრადიციული თამაშებისგან?
გიორგი: ტრადიციული თამაშებისგან განსხვავებით, Web3 თამაშები სრულიად ახალი გამოცდილებაა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და დაცულობას მოთამაშეების ინდივიდუალიზმის სამუდამოდ შენახვისა და მონეტიზაციის კუთხით. Web3 მოთამაშეები (ქომიუნითი) არა უბრალო მომხმარებლები, არამედ პროექტის ნაწილი არიან. მათ ბლოკჩეინის მეშვეობით საჯაროდ და დეტალურად შეუძლიათ მიადევნონ თვალი პროექტის თითოეულ ნაბიჯს. მომხმარებლის პროექტის გუნდისადმი ნდობა პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
Q: რა თავისებურებები ახასიათებს Web3 მარკეტინგს და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა?
გიორგი: ბლოკჩეინის გამჭვირვალობიდან გამომდინარე, Web3-ში მარკეტინგიც უნიკალურია. აქ ყველაფერი საჯაროა: ყოველი ქმედება, სპეციფიკა და შედეგი. მომხმარებელი ფლობს იმავე ინფორმაციას, რასაც კომპანია. შესაბამისად, Web3 მარკეტინგის დაწყებისას ძლიერი ქომიუნითის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა კომპანია მომხმარებლებთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს, ამას ხშირად დამანგრეველი ზიანი მოსდევს.
Q: ბოლო წლებში Web3 თამაშები სწრაფი ტემპებით ვითარდება და თამაშების რაოდენობაც იზრდება. რა განაპირობებს Web3 თამაშის წარმატებას?
გიორგი: კვლავაც, Web3 თამაშების წარმატებისთვის უმთავრესია მომხმარებელთა ბაზა. ტრადიციულ თამაშებთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გაზრდილია Web3 თამაშის ხარისხის როლიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმატების მაგალითებს კარგი ფინანსური სისტემის, თამაშის ხარისხისა და Web3 ქომიუნითისთან სწორი მიდგომების ერთობლიობა განაპირობებს.
Q: რა სიახლეებს უნდა ველოდოთ Arena Games-სგან: გვიამბეთ კომპანიის გეგმების შესახებ.
გიორგი: დავასრულეთ მუშაობა SDK-ის პირველ ვერსიაზე, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენი პლატფორმა სრულ მზადყოფნაშია აქტიური მარკეტინგული კამპანიების დასაწყებად და სრული ეკოსისტემის, მრავალფეროვანი თამაშების შესათავაზებლად.
ახალი თამაშების ინტეგრაციის პარალელურად, ვაგრძელებთ SDK-ის განვითარებას, რაც პლატფორმაზე ვებ და კომპიუტერული თამაშების მეტი ფუნქციონალით დამატების საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, ვიწყებთ NFT ტექნოლოგიის ინტეგრაციას, რომელიც თავდაპირველად თამაშში Tank Master გაეშვება ტანკების ვიზუალების (skin) სახით. მალე დაემატება განახლებადი NFT კოლექცია – თამაშის მსვლელობისას გაუმჯობესებისა და ფასეულობის ზრდის შესაძლებლობით. მოთამაშეს ნებისმიერ დონეზე შეეძლება ჩვენსავე მარკეტფლეისზე NFT-ს გაყიდვა ან შენახვა სამომავლოდ უფრო სარფიანად გაყიდვის მიზნით.
Q: Web3 ტექნოლოგიური რევოლუციის მიჯნაზე, რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში და როგორ შეცვლის ეს ჩვენს რეალობას?
ბლოკჩეინტექნოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება, რეალობა ერთ ღამეშიც კი შეიძლება შეიცვალოს. ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ მიმართულება აშკარაა – ეს ტექნოლოგია არის გზა მომავალში. მისდამი მასობრივი ნდობა მხოლოდ დროის საკითხია. Web3 ტექნოლოგიებს დეცენტრალიზებული ბუნება მთლიანად შეცვლის ჩვენს წარმოდგენებს ინფორმაციის დაცულობასა და გამჭვირვალობაზე.