7 წიგნი, რომლებიც უნდა წაიკითხო, თუ კრიპტო გაინტერესებს

კრიპტოლიტერატურაში არსებობს წიგნები, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე ციფრულ სივრცეში გზის გაკვლევაში დაგეხმარონ. თუ გინდა, სამყაროს ჩქარ ტემპს ფეხი აუწყო, იმ ტექნოლოგიების შესწავლა დაგჭირდება, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნის.
თუ წიგნის კითხვა გიყვარს და თან ბლოკჩეინით, ბიტკოინითა და ციფრული აქტივით ხარ დაინტერესებული, ამ 7 წიგნს გაეცანი – ვფიქრობთ, მოგეწონება.
1. საიფედეან ამუსი „ბიტკოინის სტანდარტი“ (The Bitcoin Standard by Saifedean Ammous)
ეს წიგნი საუკეთესოა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, რატომ და როგორ მიაღწია ბიტკოინმა წარმატებას. ავტორი გვიყვება ფულის ისტორიას, საუბრობს თანამედროვე ფინანსური სისტემის სისუსტეებზე და გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბიტკოინი მომავალში „სრულფასოვან ფულად“ იქცეს.

2. ნათანიელ პოპერი „ციფრული ოქრო“ (Digital Gold by Nathaniel Popper)
ეს წიგნი ბიტკოინის ფორმირების ყველაზე საინტერესო მოვლენებს გვაცნობს იმ დროიდან, როდესაც კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ მცირე ტექნოლოგიურ ექსპერიმენტად ითვლებოდა. ის გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც გასცდნენ ჩარჩოებს და საფუძველი ჩაუყარეს ციფრული აქტივის ეპოქას.
პოპერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიტკოინის ფუნდამენტურ იდეებს და მის სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას. ეს წიგნი დაგეხმარება შეიტყო, თუ როგორ იქცა ბიტკოინი უბრალო კოდიდან გლობალურ სენსაციად.
3. პოლ ვიგნა და მაიკლ ჯეისი „კრიპტოვალუტის ეპოქა“ (The Age of Cryptocurrency by Paul Vigna & Michael J. Casey)
ამ წიგნში კრიპტოაქტივები განხილულია გლობალურ პერსპექტივაში. წიგნი არა მხოლოდ ტექნოლოგიაზე, არამედ მის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გავლენებზე გვიყვება.
წიგნში საუბარია, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ციფრულმა ფულმა ფინანსურ ბაზარზე დამკვიდრებული წესები და აქტორები – ბანკები, სახელმწიფო ინსტიტუტები, ფინანსების მოძრაობა და ა.შ. აქვე, ავტორები საუბრობენ ამ ტექნოლოგიის გამოწვევებზე, მთავრობების პოზიციებსა და გავლენაზე. ამგვარად, წიგნი მკითხველისთვის მრავალმხრივ საინტერესო შეიძლება იყოს.
4. კრის ბერნისკი და ჯეკ ტატარი „კრიპტოაქტივები“ (Cryptoassets By Chris Burniske & Jack Tatar)
„კრიპტოაქტივები“ კრიპტოსა და ბლოკჩეინს ინვესტიციური კუთხითმიმოიხილავს. ამ წიგნში საუბარია კრიპტოაქტივების კლასიფიკაციაზე, რისკის ანალიზზე, ბაზრის ციკლებსა და მეტრიკებზე.
წიგნი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც უნდა უკეთ გაერკვნენ, თუ როგორ იქმნება კრიპტოეკოსისტემა, როგორ აზროვნებენ დარგის ინსტიტუციური ინვესტორები და რა სტრატეგიები არსებობს პორტფელის დივერსიფიკაციისთვის.

5. ბენ მეზრიხი „ბიტკოინის მილიარდერები“(Bitcoin Billionaires by Ben Mezrich)
ნამდვილად ამბავზე დაფუძნებული წიგნი გვიამბობს, თუ რა გზა განვლეს ძმებმა ვინკლევოსებმა Facebook-ის ეპოქიდან კრიპტოინდუსტრიაში მოხვედრამდე.
წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იქცნენ ძმები ბიტკოინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორებად და რა ახლდა ამ პროცესს – გარდამტეხი მომენტები, გადაწყვეტილებები, ურთიერთდაპირისპირებები და ა.შ.
6. დონ და ალექს ტაპსკოტები „ბლოკჩეინის რევოლუცია“ (The Blockchain Revolution by Don & Alex Tapscott)
ამ წიგნში ტაპსკოტები ბლოკჩეინს განიხილავენ არა მხოლოდ ფინანსური სექტორის ჭრილში, არამედ გვაჩვენებენ მის პოტენციალს მრეწველობაში, ჯანდაცვაში, ლოჯისტიკაში, მენეჯმენტსა და სხვადასხვა სფეროში. წიგნში საუბარია ბლოკჩეინტექნოლოგიაზე, მისი ფართო გამოყენებით – როგორც ძალაზე, რომელიც გარდაქმნის საბანკო სისტემებს, ჯანდაცვას, ლოგისტიკას, სახელმწიფო სერვისებსა და ინტერნეტის არქიტექტურას.
რეალური, პრაქტიკული მაგალითებისა მეშვეობით წიგნი მკითხველს უქმნის კარგად წარმოდგენას, თუ როგორ შექმნის მომავალს ეს სისტემა.

7. ანდრეას ანტონოპულოსი „ფულის ინტერნეტი“ (The Internet of Money by Andreas M. Antonopoulos)
ეს გამორჩეული წიგნი ბოლოსთვის შემოვინახეთ. ცნობილი კრიპტოენთუზიასტის ლექციების კრებული – „ფულის ინტერნეტი“ – უკვე რამდენიმე წელია, კრიპტოლიტერატურის ბესტსელერია.ა.
წიგნში საუბარია, თუ როგორ გაჩნდა კრიპტოაქტივები, რა გამოწვევების წინაშე დადგა ტრადიციული ფინანსური სისტემა, რაში მდგომარეობს თავისუფლების იდეა და რატომ შეიძლება ციფრულმა ფულმა ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალოს.
„ფულის ინტერნეტი“ Coinmania-ს ინიციატივით ქართულ ენაზე ითარგმნა, როგორც საჩუქარი კომპანიის თანამშრომლებისთვის, კრიპტოენთუზიასტებისა და კრიპტოთი დაინტერესებული პირებისთვის. წიგნის სასაჩუქრე ეგზემპლარის მისაღებად შეგიძლია დაუკავშირდე Coinmania-ს მხარდაჭერის გუნდს ვებგვერდზე Coinmania.ge.
ლიტერატურა ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა ახალი სამყაროს შესასწავლად. ამ წიგნებში თავმოყრილი იდეები, პრინციპები და გამოცდილება ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინტექნოლოგიების სამყაროსთან აუცილებლად დაგაახლოვებს.

